logo
ENG



რუსული კანონის ეფექტი რუსეთში - "აგენტებს" არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ

06 მაი 202420:11
3 წუთის საკითხავი
 

ეს ცვლილებები, რომლებიც რუსეთში უცხოურ აგენტებად გამოცხადებულ პირებს არჩევნებში კანდიდატებად მონაწილეობას უკრძალავს, დღეს მიიღეს. შესწორებები მეორე და მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცეს. ცვლილების თანახმად, პირები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებულ "უცხოეთის აგენტების" სიაში, ასევე ექსტრემისტულ ან ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეულ უწყებებთან კავშირების მქონეთა სიაში არიან შეყვანილი, ვერ შეძლებენ იყვნენ კანდიდატები, არჩევნებზე დამკვირვებლები, კანდიდატების და საარჩევნო გაერთიანებების ნდობით აღჭურვილი პირები, ან მათი წარმომადგენლები. 


close დახურვა